იუკნევიჩიანე: თუ ქართული ოცნება კვლავ ლუკაშენკოს გზით ივლის, გადავხედავთ ვიზალიბერალიზაციას

ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვიდა.

"ევროკავშირი ძლიერ გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის მოხელეებს ქართული ოცნებიდან - ევროკავშირში წევრობა შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყო პროევროპული და კრემლის მომხრე ერთდროულად, არ შეიძლება ემხრობოდე ევროპულ ცხოვრების წესს და პატივს სცემდე სტალინს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს საქართველოში, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მომავალი არჩევნების სტანდარტები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

თუკი ქართული ოცნება გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სიარულს, იძულებულნი ვიქნებით, გადავხედოთ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ასევე მოვითხოვთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას. [...]

ძვირფასო ქართველობა, არავინაა საქართველოს მომავალზე პასუხისმგებელი ისე, როგორც თქვენ.

იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი მოძებნის გზას, დაუბრუნდეს ევროპულ, დემოკრატიულ ოჯახს".

 

მსგავსი სიახლეები