ჯანმო: ომიკრონ ვარიანტი 89 ქვეყანაში დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შაბათს განაცხადა, რომ კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი 89 ქვეყანაში დაფიქსირდა.
ომიკრონ შტამი სხვა ვარიანტებზე ბევრად სწრაფად ვრცელდება. ზოგიერთ სახელმწიფოში ახალი შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ მესამე დღეს ორმაგდება.
ჰონგ კონგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კვლევის თანახმად, ომიკრონ შტამი წინა ვარიანტებზე 70-ჯერ სწრაფად გადამდებია.
ჯერ კიდევ უცნობია რამდენად მძიმე გართულებებს იწვევს ეს შტამი და რამდენად იცავს არსებული ვაქცინები ადამიანებს მისგან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ომიკრონი ძალიან მალე დომინანტი შტამი გახდება.