ქაბულში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
ავღანური პოლიციის განცხადებით ხუთშაბათს, ქაბულში ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში სიტუაცია ამერიკის სამხედრო ნაწილების გასვლის დაანონსების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა.
AP-ს ცნობით შიიტური მოსახლეობით დასახლებულ უბანში მინივენი აფეთქდა.
ამ კვირაში იმავე ადგილას მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი შეეწირა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ავტობუსების და სატრანსპორტო საშუალებების აფეთქება დაჯგუფებების ახალი ტაქტიკაა შიიტური მოსახლეობის წინააღმდეგ.
ამერიკის შეიარაღებული ძალები ავღანეთს 11 სექტემბერს დატოვებენ.