კაჩინსკი ორბანს ბუჩის სასაკლაოს დაგმობაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს

პოლონეთის ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ პარასკევს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა, რომელმაც უარი თქვა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობისთვის რუსეთის დაგმობაზე.

"ჩემი შეფასება ცალსახად უარყოფითია - უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა - განუცხადა რადიო პლუსს მმართველი პარტიის, "კანონის და სამართლის" თავმჯდომარემ - როდესაც ორბანი ამბობს, რომ ვერ ხედავს რა მოხდა ბუჩაში, მას ვინმემ უნდა ურჩიოს, რომ თვალის ექიმს მიმართოს".

ოთხშაბათს მეოთხე ვადით გამარჯვების შემდეგ თავის პირველ პრესკონფერენციაზე ორბანმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკა უკრაინაში "ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის" თხოვნით, მაგრამ ასევე უარი თქვა ცალსახად დაეგმო რუსეთი ბუჩის მოვლენებთან გამო და თქვა, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, რადგან "ჩვენ მასობრივი მანიპულაციის ეპოქაში ვცხოვრობთ".

კიევის ოლქის ქალაქ ბუჩიდან რუსი ოკუპანტების გასვლის შემდეგ უკრაინელებმა სასტიკად მოკლული 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, 

მსგავსი სიახლეები