კადიროვი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მისი ვაჟი ყურანის დაწვისთვის დაკავებულს სცემს
რამზან კადიროვის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე ვრცელდება, ვიდეო რომელზეც მისი შვილი, ადამ კადიროვი ყურანის დაწვის ბრალდებით დაპატიმრებულ მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება.
"სოციალურ ქსელებში ამ დრომდე კამათობენ სცემა თუ არა ჩემმა შვილმა ნიკიტა ჟურავლეს - ადამიანს, რომელმაც საჯაროდ დაწვა ყურანი და ადამინს რომელიც ეხმარებოდა უკრაინის სპეცსამსახურებს. სცემა და სწორადაც მოიქცა. მეტიც, ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც ხელს აღმართავს ნებისმიერ წმინდა წერილს და შეურაცხყოფას მიაყენებს ჩვენი ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს მკაცრად უნდა დაისაჯოს",- წერს კადიროვი.
ჩეჩნეთის ლიდერი მადლობას უხდის ვლადიმირ პუტინს, "რუსეთში "უნიკალური კანონმდებლობისთვის", რომელიც კრძალავს რელიგიური გრძნობების შეუარაცხყოფას.
"მსგავსი პროვოკატორები და მოღალატეები მავნე გამონაზარდია სხეულზე, რომელიც ძირშივე უნდა ამოწვა. გადაჭარბების გარეშე, დიახ მე ვამაყობ ადამის საქციელით",- წერს კადიროვი.
კონტექსტი
წარმოშობით უკრაინელი, ნიკიტა ჟურაველი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 21 მაისს, რელიგიური გრძნობების შეუარაცხყოფის მუხლით დააკავეს.
კომიტეტის ვერსიით, ჟურაველმა ვოლგოგრადის მთავარი მეჩეთის წინ საჯაროდ დაწვა ყურანი. მოგვიანებით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჟურაველმა აღიარა, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით მოქმედებდა.
უკვე ზაფხულში ჩეჩნეთის მთავრობის მოთხოვნით გროზნოში გაგზავნეს. მალევე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ კადიროვის შვილმა ჟურაველს საპატიმროში სცემა.