კადიროვი: დელიმხანოვს ვერ ვუკავშირდები, ვთხოვ უკრაინის დაზვერვას დამეხმაროს

რამზან კადიროვი მისი გარემოცვის უახლოესი წევრის, ადამ დელიმხანოვის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა.

"ვერაფრით ვერ ვუკავშირდები ადამ დელიმხანოვს, ის კავშირზე არ გამოდის.

ვთხოვ უკრაინის დაზვერვას მომაწოდოს ინფორმაცია თუ ზუსტად რა ადგილას და რა პოზიციებზე განხორციელდა დარტყმა, იმისთვის, რომ ვიპოვო ჩემი ძვირფასი ძმა. 

იქნება გულუხვი ფინანსური ჯილდო, გთხოვთ დამეხმაროთ",- წერს კადიროვი. 

კონტექსტი 

გასულ საათებში უკრაინული წყაროები იუწყებოდნენ, რომ ზაპორიჟიის ოკუპირებულ ნაწილში ოკუპანტების ცოცხალი ძალის კონტენტრაციის წერტილში ზუსტი დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია რამზან კადიროვის გარემოცვის უახლოესი წევრი, ადამ დელიმხანოვი

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, დელიმხანოვი ნამდვილად მოყვა დაბომბვაში, თუმცა ის გადარჩა  ЗСУ-ს დარტყმის შედეგად დაჭრილთა ევაკუაცია 12 ვერტმფრენის საშუალებით მიმდინარეობდა

მსგავსი სიახლეები