კადიროვმა ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრი, სავარაუდოდ, ცოცხლად დამარხა
ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა მისი მოწამვლის ეჭვის გამო ცოცხლად დამარხა ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი ელხან სულეიმანოვი.
ამ ინფორმაციას Telegram-ის არხი ВЧК-ОГПУ ავრცელებს.
სულეიმანოვი 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ არავის უნახავს.
Telegram-ის არხის რამდენიმე წყარო ამბობს, რომ კადიროვის გარემოცვაში სულეიმანოვის მიმართ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.კადიროვის ახლობლებმა "მისი დარწმუნება დაიწყეს, რომ ის მოწამლეს."
იგივე მოსაზრება ჰქონდა თავად კადიროვსაც, რომელიც სულეიმანოვზე გაბრაზდა. წყაროს ცნობით, სულეიმანოვმა კადიროვს პირადად გაუკეთა გარკვეული ინექციები და ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, რომ ჯანმრთელობის გაუარესება ამასთან იყო დაკავშირებული.
ჩეჩნეთის მთავრობამ მოულოდნელად გამოაქვეყნა განკარგულება 2022 წლის 25 ოქტომბერს, სადაც ნათქვამია, რომ "ელხან აბდულას ძე სულეიმანოვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან საკუთარი ინიციატივით 2022 წლის 21 ოქტომბრიდან ათავისუფლებს."
ВЧК-ОГПУ-ს ცნობით, მას შემდეგ ის არავის უნახავს და არ სმენია მის შესახებ. მისი ხშირად განახლებად ინსტაგრამის არხი 2022 წლის ოქტომბერში დადუმდა.
მისი მთავარი პირადი ინიციატივის, "რესპუბლიკური ონკოლოგიური დისპანსერის" ვებ-გვერდზე ახლა დუბაიში კოკაინის გაყიდვის გვერდია განთავსებული.
წყაროები ამბობენ, რომ სულეიმანოვი, სავარაუდოდ, კადიროვის ბრძანებით მოკლეს.
"აბსოლუტურად ყველა ამბობს, რომ ის არ არის ცოცხალი და გარდაიცვალა სასტიკი სიკვდილით... საუბარია, რომ ის სასტიკად მოკლეს - ცოცხლად დამარხეს მიწაში." - წერს გამოცემა.