ხანდაზმულებისთვის ფულის თაღლითურად წარმთევისთვის საფრანგეთში ორი პირი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში ორი პირი დააკავა, რომლებიც ხანდაზმულებს საწოლის ბაღლინჯოების მოცილების სანაცვლოდ, ათასობით ევროს ართმევდნენ. 

სქემის თანახმად, ბრალდებულები ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს და ატყობინებდნენ, რომ მათ სამეზობლოში ბაღლინჯოების შემოსევა იყო. ამის შემდეგ, ისინი შესაბამის ფორმაში გამოწყობილები, მათთან სახლში მიდიოდნენ და "პრევენციულ" სამუშაოებს ატარებდნენ.

ცხადია, ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ შეთავაზებული კრემი, რომელსაც ადამიანები ბაღლინჯოებისგან უნდა დაეცვა, სინამდვილეში, უბრალო ევკალიპტის სურნელიანი კრემი იყო. 

თაღლითურ სქემაში მონაწილე პირები დაზარალებულებს დაახლოებით 300-დან 2,100 ევრომდე ახდევინებდნენ. 

მსგავსი ტიპის თაღლითური საქმიანობა მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მიმდინარე ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში, საფრანგეთის დიდ ქალაქებში ბაღლინჯოებისა და ხოჭოების რაოდენობა გაიზარდა, რაც არაერთი დამკვირვებლის აზრით, გლობალური დათბობით არის გამოწვეული. 

მსგავსი ტიპის პრობლემა უდგას ლონდონსაც, ქალაქის მერი ამბობდა, რომ მწერების გავრცელების ერთ-ერთი წყარო საჯარო ტრანსპორტი იყო. 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები