ხანძარი მაჰაჩყალაში: 35 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა
მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 102 ადამიანამდე გაიზარდა.
ამ ინფორმაციას სააგენტო ТАСС რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღესატნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. წინა ღამით აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის კადრები რუსულმა მედიამ გაავრცელა.
რამდენიმე საათის შემდეგ, ხანძარი, რომელმაც 600 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, ლიკვიდირებულია.
მანამდე განყოფილებაში განაცხადეს, რომ ქალაქიდან გასასვლელთან ავტომობილების სერვისცენტრს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მიმდებარე ბენზინგასამართ სადგურზეც გავრცელდა. რეგიონულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმეორებითი ხანძრის საფრთხის შესახებ გაავრცელა განცხადება, რადგან ბენზინგასამართ სადგურზე რვა თხევადი გაზის ავზიდან მხოლოდ ორი აფეთქდა.
ტელეგრამის არხი Shot, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ აფეთქების ტალღის გამო, 50 მეტრის რადიუსში ადამიანების დაწვა გამოიწვია.
Telegram-ის არხი Mash ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ აფეთქების შედეგად ხალხით სავსე ავტობუსი მთლიანად დაიწვა.