ხუთშაბათს რუსეთში კორონავირუსით 1,064 ადამიანი გარდაიცვალა

 

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების ახალი რეკორდი დაფიქირდა. ხუთშაბათს ქვეყანაში 37,141 ადამიანი დაინფიცირდა და 1,064 კი დაიღუპა.

გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დასაპირისპირებლად რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დააწესა.

ვირუსის გავრცელების შესაჩერელად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე უქმე დღეები გამოაცხადა.

"ჩვენი მიზანია ამ საშიში ვირუსისგან ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა," - თქვა ვლადიმირ პუტინმა. "ამის მისაღწევად პირველ რიგში, აუცილებელია გავრცელების ტემპის შემცირება და ჯანდაცვის სექტორში დამატებითი რესურსების მობილიზება, რომელიც ამჟამად გადატვირთულია."

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მსოფლიოს პირველი სახელმწიფო იყო სადაც ვაქცინაცია დაიწყო, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია.

რუსეთში მოსახლეობის მხოლოდ 32% არის სრულად აცრილი.

 

 

მსგავსი სიახლეები