კირილო ბუდანოვი: რუსი ტყვეები გვეუბნებიან, რომ ნატოს წინააღმდეგ საომრად მოდიან

ომით განადგურებულ უკრაინაში, 38 წლის კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (GUR) ხელმძღვანელი, კონფლიქტის მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა. ის იმ რამდენიმე უკრაინელი მაღალჩინოსნიდან ერთ-ერთია, რომელმაც ივარაუდა, რომ რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს „დილის 5 საათზე" განხორციელდებოდა. 

მოცემულ პერიოდში კირილო ბუდანოვი მეუღლესთან ერთად დაცულ ბაზაზე ცხოვრობდა და განსაკუთრებით კარგად ახსოვს როგორ უყურებდა საათის ისრებს.

„მე არ მინდოდა ეს ომი, მაგრამ მე ვარ პასუხისმგებელი ასეთი ტიპის ინფორმაციაზე. შეცდომის დაშვება მიუღებელია“, - კირილო ბუდანოვი.

2007 წელს ოდესის სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, კირილო ბუდანოვი სწრაფადვე შეუერთდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ელიტარულ ძალებს. 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას ის რამდენჯერმე დაიჭრა და მკვლელობის სამიზნე გახდა. 

2020 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალგაზრდა გენერალ-მაიორი სამხედრო სადაზვევრო სამსახურის უფროსად დანიშნა.

დასავლელი კოლეგები ბუდანოვის "GUR-ს" ხშირად 1970-იანი წლების მოსადს - ისრაელის დაზვევრისა და სპეციალური დანიშნულებების ინსტიტუტს ადარებენ, რასაც თავად ბუდანოვი არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ ”დრო განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მტკიცე მოქმედებისთვის”.

უპრეცედენტო მასშტაბის დაბომბვა განხორციელდა უკრაინაზე 2023 წლის 29 დეკემბერს და ახლახანს, 2 იანვარს. შევიდა თუ არა ომი ახალ ფაზაში?

შესაძლებელია გაგიკვირდეთ, თუმცა ამ დარტყმების მიზეზი ძალიან ამქვეყნიურია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 2023 წლის ანგარიშს აწარმოებდნენ: მათ სურდათ ისეთი ინფორმაცია გამოექვეყნებინათ, რაც მათ სამხედრო გამარჯვების არქონის მიუხედავად, გამარჯვებულად აქცევდა და ომის შემდეგ ეტაპზე გადაიყვანდა.

რუსების მხარეს რაკეტების უზარმაზარი მარაგის გათვალისწინებით, აშკარა იყო მათი ნაბიჯები. ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურა მაღალი სიზუსტის რაკეტების სამიზნე გახდა. მათ რაკეტებს ბევრი დეფექტი აქვთ და ხშირად სამიზნემდეც ვერ აღწევს.

მათ დაუყონებლივ გავუგზავნეთ ჩვენი პაუსუხი.

რა იყო თქვენი პასუხი?

თავდასხმა მათ სამხედრო სტრუქტურებზე. რა თქმა უნდა, მეტს ვერაფერს ვიტყვი.

თავდაცვის ინდუსტრია სასიცოცხლო როლს ასრულებს პოზიციურ ომში, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით. როგორი საწარმოო შესაძლებლობები არსებობს რუსეთსა და უკრაინაში?

რაც შეეხება რუსეთში წარმოებული იარაღის რაოდენობას, წინა წლებთან შედარებით დიდი ზრდაა, თუმცა ხარისხის თვალსაზრისით ვარდნა ფიქსირდება. მე ვსაუბრობ შიდა ინდუსტრიაზე და არა იმაზე, თუ რას იღებენ რუსები სხვა ქვეყნებიდან.

წარმოების გაზრდას უკრაინაც ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს რუსეთის მსგავსი შესაძლებლობები - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები განსხვავებული ზომისაა, ჩვენ გვაქვს იგივე პრობლემები, რაც მათ ამ სფეროში: სახეზეა მაღალტექნოლოგიური კომპონენტის და კვალიფიციური მენეჯერების სიმცირე. საჭირო უნარების მქონე პერსონალი ჯარშია მობილიზებული, შესაბამისად, ომი მნიშვნელოვნად აისახება ამ სექტორზე.

სახმელეთო ფრონტი უკრაინის მიერ განხორციელებული კონტრშეტევის შედეგების გამო გაჩერებულია. სიმართლეა ეს?

ორივე მხარეს, თავდასხმითი დრონების ინტენსიურმა გამოყენებამ, შეუძლებელი გახადა როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მიერ შეტევების განხორციელება. დრონები უკანასკნელი წლების სიახლეს წარმოადგენს. კიდევ ერთი ფაქტორი - დანაღმული ველების სიმჭიდროვეა, რომელიც მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ უპრეცედენტოა.

ჩვენ ვიცით როგორ უნდა მოვაგვაროთ დრონების პრობლემა: ელექტრონული კონტრზომები. რაც შეეხება ნაღმებს, საჭიროა სპეციალიზირებული აღჭურვილობა. ეს კი წარმოების შესაძლებლობების საკითხთან გვაბრუნებს: თითოეული პროცესი ერთმანეთთან არის დაკავშირებელი. მოუგვარებელი არაფერია, თუმცა, ყველა დეტალი გასათვალისწინებელია.

1 იანვარს The Economist-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტი შავ ზღვაზე ფოკუსირდება. როგორია თქვენი ანალიზი?

შევხედოთ ფაქტებს: შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშაა ბუნებრივი აირის მოპოვების პლატფორმებთან ერთად. რისკების არსებობის მიუხედავად, საზღვაო მარცვლეულის საექსპორტო დერეფნები კვლავ ამოქმედდა, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამას გარდა, ჩვენ რეგულარულად ვუტევთ მტრის ფლოტსა და პორტის ობიექტებს. რუსებს ნაჩქარევად მოუწიათ ყველაფრის სამხრეთ-აღმოსავლეთით გადატანა. ისინი ოჩამჩირეში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, საზღვაო სამხედრო ბაზის შექმნას ცდილობენ. 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ყირიმში პირველი უკრაინული შეტევა განხროციელდა, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს ყველაფერი იმედის მომცემია, განკსაუთრებით ყირიმში მცხოვრები უკრაინელებისთვის, რომლებიც უკვე 10 წელია რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებიან. 

შთაბეჭდილება იქმნება, რომ არსებული ვითარების შეფასებისას საკმაოდ თავდაჯერებული ხართ. ამ ომში არაფერმა გაგაკვირვათ?

გარკვეულმა რუსულმა პარადოქსმა გამაკვირვა. ყველა ფიქრობდა, რომ რუსეთს ძლიერი არმია და სუსტი ეკონომიკა ჰქონდა. აღმოჩნა, რომ ყველფერი პირიქითაა. მათი ეკონომიკა შესაძლოა სუსტია, თუმცა ქვეყანა არ შიმშილობს და კიდევ დიდ ხანს შეუძლია არ იშიმშილოს.

დასავლეთის ამჟამინდელი სანქციები არ არის საკმარისი. მათ გავლენა შესაძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ. სანქციებმა გავლენა უნდა იქონიოს ეკონომიკის ისეთ დაცულ სფეროებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა, მეტალურგია და მთელი ფინანსური სისტემა.

რამ შეიძლება შეცვალოს ვითარება?

დავიწყოთ იარაღის მიწოდებაზე საუბრით, რომელშიც მე საარტილერიო სისტემებს ვგულისხმობ. საიდუმლო არ არის, რომ ნატო-ს საწყობები აღნიშნული სისტემებით სავსეა. ჩვენ ჭურვებისა და საზენიტო სისტემების სიმცირე გვაქვს. საუბარი მხოლოდ ჰიპერთანამედროვე ტექნოლოგიებს არ ეხება. ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი, მათ შორის ძველი სისტემები და ისეთებიც, რომლებიც აღარ გამოიყენება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რაოდენობის საკითხიც. ასევე, დახმარება სჭირდება უკრაინის ეკონომიკურ სექტორს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა. სხვა საკითხები მხოლოდ უკრაინას ეხება.

რა არის ეს სხვა საკითხი/საკითხები?

ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჯარის დაკომპლექტების პროცესი, ასევე მოსახლეობასთან კომუნიკაცია მოტივაციის ასამაღლებლად. სამწუხაროდ, ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, რასაც მობილიზაციის მორიგ კანონთან არსებული დაპირისპირებაც ცხადყოფს.

ომი 10 წლის წინ დაიწყო და სრულმასშტაბიანი შემოჭრა 2022 წელს განხორციელდა - ომით გადაღლილობა როგორც ინდივიდუალურ, ისე სოციალურ დონეზე ვლინდება. მე ამ ფაქტს არ ვაკრიტიკებ, რადგან გასაგები ფენომენია, თუმცა ჯარისკაცების სიმცირე თვალშისაცემია, თუნდაც ეს არ იყოს საგანგაშო. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის გადაჭრის გზა ვიპოვოთ და პარლამენტმა კანონი დაამტკიცოს.

თქვენი დასავლელი პარტნიორებისგანაც გრძნობთ ომით გადაღლას?

თუ კითხვა არის: იმოქმედებს თუ არა გადაღლილობა ფრონტის ხაზზე, მაშინ პასუხი არის - არა.

რუსეთი ომს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ნატო-ს წინააღმდეგ აწარმოებს, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამბობდა თავიდანვე.

ყოველდღე ვკითხულობ რუსულ [საიდუმლო] მოხსენებებს, რომლებსაც სხვადასხვა არხით ვიღებ. თითეულ მოხსენებაში ნახსენებია ნატო-ს ბაზებზე დარტყმები და აკონკრეტებს, რომ იქ იყო 50 პოლონელი, 30 ფრანგი, და ა.შ. მათ იციან, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა მაინც ავრცელებნ ასეთი ტიპის ინფორმაციას. უფრო მეტიც, რუსი სამხედრო ტყვეები გვიყვებიან, თუ რამდენად გაოცებული არიან იმ ფაქტით, რომ შეხვედრიან ნატო-ს არცერთ ჯარისკაცს. მათი ხედვით, ისინი ომს პირველ რიგში ნატო-ს წინააღმდეგ აწარმოებენ და უკრაინა ამ ბრძოლის მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ზოგიერთი მოლაპარაკებების წარმოებისკენ მოგიწოდებთ. განიხილება თუ არა ეს ვარიანტი?

ამისთვის შესაფერი დრო არ არის. მოლაპარაკებები მაშინ იწყება, როდესაც ერთ-ერთი, ან ორივე მხარე დაინტერესებულია. ასეთი ინტერესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში უბრალოდ არ არსებობს.

 

კირილო ბუდანოვის ინტერვიუ გამოცემა Le Monde-სთან.

 

მსგავსი სიახლეები