კონგრესში გამოსვლისას ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით გეგმას წარადგენს

კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე დაგეგმილი გამოსვლისას დონალდ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით გეგმას წარადგენს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Fox news-ის კორესპონდენტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის დღევანდელი გამოსვლა არ იქნება ამერიკელი ხალხისადმი მიმართვა, რომელსაც პრეზიდენტები ყოველწლიურად ავრცელებენ, თუმცა მნიშვნელობიდან ამ ორი მოვლენის შედარება გამართულებულია. 

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, დონალდ ტრამპის სიტყვა სახელწოდებით - "ამერიკული ოცნების აღორძინება" 4 ძირითადი თემისგან შედგება: ტრამპის მეორე ადმინისტრაციის მიღწევები, ეკონომიკური წარმატება, დამატებითი სახრსების მოთხოვნა კონგრესისთვის საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად და რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი დარეგულირება. 

მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვის უფრო მეტ დეტალს გააზიარებს, ვიდრე აქამდე საჯაროდ იყო ცნობილი. გარდა ამისა ტრამპი შეეხება ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასაც. 

ტრამპის გამოსვლის პარალელურად დემოკრატები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან წერს გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. 

ზოგი კონგრესმენის ცნობით, ისინი აპირებენ დატოვონ დარბაზი მაშინ როდესაც მათთვის მიუღებელ ფრაზებს მოისმენენ. ასევე განიხილება საპოტესტო პლაკატებისა და კვერცხების ყუთის მიტანა, რათა პრეზიდენტს შეახსენონ როგორ გაძვირდა კვერცხი ბოლო კვირებში. გამოცემის ცნობით, დემოკრატებს შორის ჯერჯერობით არ არსებობს კონსენსუსი თუ პროტესტის რომელ ფორმას აირჩევენ. 

მსგავსი სიახლეები