კრემლმა 287 ბირტანელ დეპუტატს რუსეთში შესვლა აუკრძალა
რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი სანქციების თანახმად, ბრიტანეთის პარლამენტის 287 წევრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი სტივ ბარკლი და თემთა პალატის სპიკერი ლინდსი ჰოილი, რუსეთში ვეღარ შევლენ.
კრემლმა ამ გზით, პასუხი გასცა მიმდინარე წლის 11 მარტს გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ ანალოგიურ სანქციას, რომლიც რუსეთის დუმის 386 წევრის წინააღმდეგ მოქმედებს.
"ის ადამიანები, რომლებსაც რუსეთში შესვლის უფლება აღარ გააჩნიათ, ყველაზე აქტიურად მონაწიელობდნენ ლონდონში ანტი-რუსული სანქციების შექმნასა და რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ისტერიის გაღვივებაში"-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რუსული სანქციები ამოქმედდება როგორც კონსერვატორი, ასევე ლეიბორისტი დეპუტატების წინააღმდეგ, თუმცა, ამ სიაში ყველაზე გამოსარჩევი ბრიტანეთის გარემოს მდივანი - ჯორჯ ოსტისი, ბრექსითის მინისტრი - ჯეიკობ რის-მოგი და კონსერვატორი დეპუტატები - ჯერემი ჰანტი და სტივ ბეიკერი არიან.