კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია: პუტინი ქრისტიანივით არ იქცევა
კვიპროსის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი საჯაროდ დაგმო.
ქრიზოსტომოს II-ის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, რაც მეზობელ სახელმწიფოში შეჭრას და ყველაფრის განადგურებას გაამართლებს.
"მისი საქციელიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი [პუტინი] კარგად არ არის... ის ქრისტიანივით არ იქცევა"- განაცხადა მთავარეპისკოპოსი.
არქიეპისკოპოსმა ასევე აღნიშნა, რომ იგი უკრაინის მოქალაქეების მკვლელობის გამო დამწუხრებულია.
კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიას, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან, რის გამოც, ასეთი მძაფრი კრიტიკა, კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა.