კვლევა: ამერიკელების 62% თვლის, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა
ამერიკელების უმრავლესობა აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, თუ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნებოდა. ამის შესახებ CAPS-Harris-ის კვლევაში ვკითხულობთ.
ამერიკელების 62%-ს სჯერა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.
პარტიულად, ამ მოსაზრებას რესპუბლიკელების 85% და დემოკრატების 38% იზიარებს.
ამასთანავე, ამერიკელების 38% თვლის, რომ პუტინი უკრაინაში ტრამპის პრეზიდენტობისასაც დაიწყებდა ინტერვენციას.
ამერიკელების 59% აცხადებს, რომ პუტინი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა, რომ ბაიდენის სისუსტე დაინახა, 41% ამბობს, რომ ეს ფაქტორი არ ყოფილა.