კვლევა: გერმანელების 50% უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების წინააღმდეგია
გერმანელების ნახევარი უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას მხარს არ უჭერს. ამას შესახებ Bild-ის დაკვეთით INSA-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში ვკითხულობთ.
გამოკითხვის შედეგებით გერმანელების 50% ეწინააღმდეგება უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების, 43% - ემხრობა.
კერძოდ, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა 55%, მწვანეთა პარტიის - 25% და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის - 40% ეწინააღმდეგება უკრაინისთვის მიწოდებას.
SDP-ს ამომრჩევლების 41%-მა, მწვანეთა პარტიის 72%-მა და CDU/CSU-ს 55%-მა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებას.
Bild-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის გასაგზავნი შეიარაღების სიიდან მძიმე იარაღი ამოიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, სიაში შედიოდა ლეოპარდის ტანკები და ჯავშანტექნიკა - Leopard, Puma, Marder, Boxer და Fuch. გარდა ამისა, უკრაინამ გერმანიის ფედერალურ მთავრობას და ინდუსტრიას სარაკეტო გამშვებისა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, ასევე Milan და Spike ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადაუდებელი საჭიროების შესახებ მისწერა.
19 აპრილს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინას გერმანელი მწარმოებლებისგან იარაღის პირდაპირი მიწოდების დაუფინანსებს. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.