კვლევა: ისრაელში აცრილი ინფიცირებულების 80% გადამდები არ არის

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობებით, აცრილი ინფიცირებულების 80% ვირუსის გადამტანი არ არის.

კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულების 80% კონცერტებზე, რესტორნებსა და სპროტდარბაზებში ვირუსს არ ავრცელებენ. 

ინფიცირებულების 10% მხოლოდ ერთ ადამიანზეა გადამდები, 3% - ორ ან 3 ადამიანზე, ხოლო 7% გაურკვეველია.

ჯანდაცვის სამინისტრომ კვლევა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ქვეყანაში “მწვანე პასპორტების” გაცემა დაიწყო.

ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ აუცრელ ადამიანებს ტესტირების თანხის გადახდა საკუთარი ხარჯებით მოუწევთ.

ისრაელის მოსახლეობის 64% ვაქცინის ერთი დოზით, 58% კი სრულად აიცრა.

 

 

მსგავსი სიახლეები