ლატვია რუსეთთან არსებულ საზღვარს დახურავს

რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვანაირად ეხმაურებიან სამეზობლოს ქვეყნები. მათ შორის არის ლატვია, რომელმაც საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

ლატვიის საგარეო საქმეთა სამნისტროს განცხადებით, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებთ, ყველა ვინც ქვეყანას დატოვებს, რუსეთიდან უკან ვეღარ დაბრუნდება. 

უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს ესტონეთიც, რომლის პრემიერ-მინსტრმაც განაცხადა, რომ მჭიდრო კოორდინაციაშია ლატვიის, ფინეთისა და ლიეტუვას მთავრობებთან. 

არაერთმა სხვა ევროპულმა ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ დაკვირვებით ადევნებენ თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. 

------

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნის მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დასდო ბრალი. 

აღნიშნულის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები დონის მიმართულებით დაძრა. 

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს. 

24 ივნის განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე. 

არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

მსგავსი სიახლეები