ლატვია უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გაგზავნის
ლატვია უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გაგზავნის. ამის შესახებ ლატვიის პრემიერმა, კრიშიანის კარინიშმა განაცხადა.
არსებული ინფორმაციით ლატვიელი ინსტრუქტორები კანადელ სამხედროებთან ერთად იმუშავებენ, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს ადგილზე 2020 წლიდან წვრთნიან.
მთავრობის წინადადება ქვეყნის პარლამენტმა დღეს, პირველ თებერვალს უნდა განიხილოს. 20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ბალტიისპირა სახელმწიფოებს დაეთანხმა უკრაინას ამერიკული ანტისატანკო რაკეტები გადასცენ.