ლატვიამ რუსეთთან სასაზღვრო ბარიერის 80% უკვე ააშენა

ლატვიამ რუსეთთან საზღვარზე გალავნის 80% უკვე აღმართა. ეს არის 283 კილომეტრიანი საზღვრის მთლიანი სიგრძიდან 222 კილომეტრი.

ამის შესახებ სახელმწიფო საწარმო Valsts nekustamie īpašumi-ს გამგეობის თავმჯდომარე რენარს გრიშკევიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, დარჩენილია დაახლოებით 57 კილომეტრის აშენება, ამ სამუშაოების დაახლოებით ნახევრის დასრულება წელს იგეგმება. დარჩენილი 28 კილომეტრი, რომელიც რთულ და მიუწვდომელ ადგილებშია, მომავალი წლის ოქტომბრის ბოლომდე აშენდება.

გრიშკევიჩმა აღნიშნა, რომ გალავნისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა ვადაზე ადრე მიმდინარეობს.

აღმოსავლეთ საზღვრის გამაგრების პროექტის განხორციელებაში რამდენიმე ორგანიზაციაა ჩართული. VNĪ პასუხისმგებელია მშენებლობის პროცესის მართვაზე, კერძოდ, კონკურსის გზით კონტრაქტორების მოძიებაზე.

VNĪ 1996 წელს დაარსდა, მისი აქციების 100% ლატვიის სახელმწიფოს ეკუთვნის. 

ივლისში ლატვიამ განაცხადა, რომ ლატვია-ბელორუსიის საზღვარზე თითქმის 145 კილომეტრის სიგრძის ბარიერი აშენდა.

ქვეყნის აღმოსავლეთი საზღვარი სამხედრო თვალსაზრისითაც მაგრდება - თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა "დრაკონის კბილებისა" და ტანკსაწინააღმდეგო ზღარბების განთავსების შესახებ, რომლებიც იქ ბალტიის თავდაცვის ხაზის შექმნის ფარგლებში მონტაჟდება.

მსგავსი სიახლეები