ლატვიიდან შესაძლოა რუსეთის 1000-ზე მეტი მოქალაქე გააძევონ
ლატვიიდან შესაძლოა რუსეთის ფედერაციის 1000-ზე მეტი მოქალაქე გააძევონ. ამის შესახებ ტელეკომპანია TV3-ის ეთერში მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა სამსახურის უფროსმა მაირა როზემა განაცხადა.
30 ნოემბერი იყო ბოლო ვადა ლატვიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან ლატვიის მოქალაქეები ან უარი თქვეს მასზე, ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შესატანად.
როზეს თქმით, რუსეთის 15.5 ათასმა მოქალაქემ მოითხოვა მუდმივი ბინადრობის ნებართვა, თითქმის 3 ათასმა - დროებითი, დაახლოებით 2 200-მა ადამიანმა არაფერი გააკეთა - მათ შორის, არ დარეგისტრირდა განმეორებით გამოცდაზე ლატვიის ცოდნის შესახებ.
საერთო ჯამში, გამოცდაზე რუსეთის ფედერაციის 13 147 მოქალაქე დარეგისტრირდა, გამოცხადდა 11 301, პირველად ჩააბარა 39%-მა, ხელახლა ჩაბარებაზე 6 500-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა გაანცხადი.
"1000-ზე მეტი ადამიანი ექვემდებარება დეპორტაციას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრია, ვინც დაიგვიანა, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ ამის გარკვევას, მიმართავენ დროებით ბინადრობის ნებართვას, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვუთხრათ, რომ უნდა წავიდნენ, რადგან კანონის არცერთი პუნქტი არ ვრცელდება მათზე," - განაცხადა როზემ.
მან განმარტა, რომ ეს ეხება მათ, ვინც "არ მუშაობდა, ვისაც ოჯახი არ ჰყავს, ანუ არ არსებობს არაფერი, რისთვისაც ლატვიაში დარჩენა შეუძლიათ."