ლავროვი: არ ვგეგმავთ თავს დავესხათ სხვა ქვეყნებს, უკრაინაშიც არ შევჭრილვართ

თურქეთში, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუტ ჩავუშოღლუს შუამავლობით გაიმართა უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. 

დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს. სადაც ითქვა, რომ მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

დმიტრო კულებას თქმით, რუსულმა მხარემ ეს საკითხი ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინისთვის წაყენებულ ულტიმატუმს მიაბა - რომლის მიხედვითაც, უკრაინა უნდა დანებდეს და შეწყვიტოს ბრძოლა, რაც კულებას თქმით, არასდროს მოხდება. 

ამავდროულად, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინისგან მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდნენ ანტი-რუსეთს და ეს მათთვის მიუღებელი იყო.

ლავროვის თქმით, რუსეთს არ აქვს აგრესიული გეგმები - "ჩვენ არ ვაპირებთ თავს დავესხათ სხვა სახელმწიფოებს, ჩვენ უკრაინაშიც არ შევჭრილვართ."

 

მსგავსი სიახლეები