ლევადა: რუსების 47%-ს პუტინის პრეზიდენტობა 2024 წლის შემდეგაც სურს

რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (47%) ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტად 2024 წლის შემდეგაც დაუჭერდა მხარს. ამის შესახებ ინფორმაციას "ლევადა ცენტრის" სოციოლოგიურ კვლევაში ვკითხულობთ.

პუტინს მხარს რუსების 42% არ უჭერს. 

იმ ადამიანებში, ვინც ტელევიზორს რეგულარულად უყურებს, პუტინის მხარდაჭერა 65%-ია, ხოლო ვინც ნაკლებად - 26%. 

საპირისპირო მდგომარეობაა სოციალური ქსელების მომხმარებლებში - მათი 31% პუტინის 2024 წლის შემდეგ დარჩენას ემხრობა, 59% კი ეწინააღმდეგება.

რუსების 26% აცხადებს, რომ ქვეყანაში ვლადიმირ პუტინის პიროვნების კულტი არსებობს, 41% კი მათ არ ეთანხმება.

რესპონდენტებს ჰკითხეს, ვის ინტერესებს ემსახურება ვლადიმირ პუტინი. გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ ის "ძალოვნების" ინტერესებს ატარებს. ამდენივე ადამიანი თვლის, რომ რუსეთის ლიდერი ოლიგარქების და მსხვილი ბიზნესის ინტერესებს ატარებს.

 

 

მსგავსი სიახლეები