ლიაშკო: ინტერვენციის დაწყებიდან რუსებმა 63 საავადმყოფო დაბომბეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ოკუპანტებმა 63 უკრაინული საავადმყოფო დაბომბეს, ამის შესახებ ეროვნული ტელემარათონის ეთერში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

"უკვე 63 საავადმყოფო დაბომბეს რუსმა ტერორისტებმა უკრაინაში. სამწუხაროდ, ამ დაბომბვის შედეგად ჩვენ დავკარგეთ ხუთი სამედიცინო მუშაკი, ათზე მეტი კი მძიმედაა დაჭრილი." - თქვა ლიაშკომ.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ რაიონებში, სადაც არ არის საბრძოლო მოქმედებები, ვითარება საავადმყოფოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით სამინისტროს კონტროლის ქვეშ რჩება.

მან ასევე თქვა, რომ რუსი აგრესორი ბომბავს მანქანებს, რომლებიც საავადმყოფოებში კოვიდინფიცირებულებს ჟანგბადს აწვდიან.

ლიაშკოს განმარტებით, ქვეყანაში COVID-19-ის 6700 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები