ლიეტუვაში ქვეყნის მასშტაბით თავშესაფრები შეამოწმეს

ლიეტუვას მუნიციპალიტეტებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 2272 თავშესაფარი შემოწმდა.

ამ ინფორმაციას ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო საფრთხის შემთხვევაში თავის შეფარებას დაახლოებით 660 000 ადამიანი შეძლებს.

"ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში სულ უფრო მეტი შენობა აღინიშნება თავშესაფრის სპეციალური ნიშნით. რეგიონში გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების ვითარების გაუარესების გამო, ჩვენ ხელახლა შევაფასეთ ლიეტუვის სამოქალაქო დაცვის სისტემის მდგომარეობა და ნაკლოვანებები," - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტიმ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, თავშესაფრების ქსელის გაფართოება და მათი მარკირება ქვეყნის მაცხოვრებლებს უკეთ ინფორმირებულად აგრძნობინებს თავს.

მსგავსი სიახლეები