ნაუსედა: დააწესეთ სრული ემბარგო რუსულ გაზსა და ნავთობზე
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები, მათ შორის გაზისა და ნავთობის ემბარგო, ისევე როგორც სანქციები ყველა რუსული ბანკის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს. განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
"ბუნებრივი აირისა და ნავთობის სრული ემბარგო, სანქციები ყველა რუსული ბანკის ახლავე უნდა დაუწესდეს. ვერ მოვიცდით ერთ-ორ წელს. უკრაინელები ყოველდღე იტანჯებიან და კვდებიან, ქალები, ბავშვები, მოხუცები. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება", - თქვა ნაუსედამ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ყველა ქვეყანა შეძლებს რუსეთის ფედერაციაზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას და რუსეთის აგრესიის დაფინანსების შეაჩერებს.
"მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა გაზის ერთადერთი წყარო - რუსეთი, ჩვენ გავწყვიტეთ ეს ენერგეტიკული ჭიპლარი და ვიმედოვნებთ, რომ ამას მთელი ევროპა შეძლებს, ეს მხოლოდ პოლიტიკური ნების საკითხია. მე უკვე ვთქვი და მინდა გავიმეორო: უკრაინა ევროკავშირის ოჯახს ეკუთვნის. ლიეტუვა გააგრძელებს ამას მანამ, სანამ არ დავინახავთ უკრაინელებს, იმავე მაგიდასთან, რომელთაც ჩვენ ვსხედვართ ბრიუსელში", - აღნიშნა ნაუსედამ.