ლიეტუვის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების წინააღმდეგია

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა არასწორად მიიჩნევს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების სანაცვლოდ.

ამის შესახებ მან კლაიპედაში ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიქტატორების წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება უკიდურესად უსამართლოა," - თქვა ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები არ უნდა შემსუბუქდეს არც რუსეთის ფედერაციის და არც ბელორუსის მიმართ.

მან ასევე დასძინა, რომ ლიეტუვა თვლის, რომ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები ისეთივე მკაცრი უნდა იყოს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ.

17 ივლისს რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ, ოკუპანტები ოდესის რეგიონს ყოველ ღამე ბომბავენ, მათ შორის პორტის ინფრასტრუქტურას და მარცვლეულის საცავებს.

რუსეთის პრეიზდენტმა "მარცვლეულის შეთახნმებაში" დაბრუნების პირობები 20 ივლისს დაასახელა: რუსული მარცვლეულისა და სასუქის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზე სანქციების მოხსნა, ბანკების SWIFT-თან დაკავშირება და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების მიწოდების განახლება.

მსგავსი სიახლეები