ლინკევიჩუსი: უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გააყალბეს
ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი X-ზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება
"რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გააყალბეს, დავამატებდი - როგორც ეს მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, ერთად იდგეს და მოქმედება განაგრძოს. რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევი და უბრალოდ არასწორია!".