ლულამ უკან გაიხმო გარანტიები, რომ ბრაზილიაში პუტინს არ დააპატიმრებენ

ბრაზილიის პრეზიდენტმა უკან გაიხმო გარანტიები, რომ ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში ვლადიმირ პუტინს არ დააპატიმრებენ. 

გასულ უქმეებზე ინდურ გამოცემა FirstPost-თან საუბარში ლულამ განაცხადა, რომ თუ კი პუტინი ბრაზილიაში გასამართ დიდი ოცეულის მომდევნო სამიტზე ჩავიდოდა ჰააგის სასამართლოს ორდერის მიუხედავად მას არ დააპატიმრებდნენ. 

უკვე ორშაბათს ლულას პოზიცია შეიცვალა - "მე არ ვიცი დააკავებს თუ არა მას (ვლადიმირ პუტინს) ბრაზილიის სამართალდამცავი უწყება, ეს სასამართლო სისტემის გადასაწყვეტია და არა პრეზიდენტის",- განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა. 

კონტექსტი 

მიმდინარე წლის მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის საქმეზე ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუცმენის დაპატიმრების ორდერი გასცა. 

სასამართლოს ორდერის გაცემის შემდეგ, ვლადიმირ პუტინს რუსეთის ტერიტორია არ დაუტოვებია. რუსეთის პრეზიდენტმა გამოტოვა BRICS-ის სამიტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და დიდი ოცეულის სამიტი ინდოეთში. 

მსგავსი სიახლეები