ლუქსემბურგში კანაფის მოხმარების და წარმოების ლეგალიზება მოხდა

 

ლუქსემბურგში კანაფის მოხმარება და პერსონალური გამოყენებისთვის 4-მდე ნერგის წარმოება ლეგალური გახდა. 

პარასკევს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ კანაფის ლეგალიზების მიუხედავად, ნარკოტიკების საჯაროდ მოხმარება დასჯადი იქნება.

დაანონსებული გეგმით, ჯიბით კანაფის გადატანის შემთხვევაში 25-დან 500 ევრომდე ჯარიმა იქნება, თუმცა ეს ნასამართლეობად არ ჩაითვლება. კანონპროექტი ლუქსემბურგის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ლუქსემბურგის მთავრობაში ლიბერალები, სოციალ-დემოკრატები და მწვანეები არიან. 2018 წელს მათ მიერ გაფორმებული კოალიციური შეთანხმება კანაფის დეკრიმინალიზაციას და ლეგალიზაციას ისახავდა მიზნად.

 

 

 

მსგავსი სიახლეები