მაია სანდუმ პრეზიდენტის ფიცი დადო

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მეორე საპრეზიდენტო ვადის წინ, 24 დეკემბერს, ფიცი დადო.

ფიცის დადების შემდეგ სანდუმ სიტყვით გამოვიდა, რომელშიც აღნიშნა, რომ ბოლო წლების კრიზისებისა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მიუხედავად, საზოგადოებამ მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება და დემოკრატიის დაცვა.

"გულზე ხელის დადებით შემიძლია გითხრათ: პირველი მანდატის დროს თავდადებით ვმუშაობდი და კიდევ უფრო დიდი მოტივაციით და ენერგიით გავაგრძელებ. 4 წლის შემდეგ თავმდაბლად შემიძლია ვთქვა, რომ ერთად მივაღწიეთ იმას, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა." - აღნიშნა მან.

მისი თქმით, წინ ჯერ კიდევ ბევრი საქმეა და საზოგადოებას ეროვნული მობილიზაციისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისკენ მოუწოდა.

"მოგიწოდებთ, თავდაჯერებულად წახვიდეთ წინ, ნუ დაივიწყებთ რას ნიშნავს ჩვენი მოლდოვა - მემკვიდრეობა, ოპტიმიზმი, ბრძოლა, განვითარება, ორგანიზაცია, ნება, ამბიცია." - განაცხადა პრეზიდენტმა.

სანდუ მეორე ვადით ნოემბრის დასაწყისში გახდა მოლდოვის პრეზიდენტ. მან პრორუსი ოპონენტი, სოციალისტების კანდიდატი ალექსანდრე სტოიანოგლო დაამარცხა.

სანდუს გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი მოლდოვური დიასპორის ძლიერი მხარდაჭერა იყო.  

მსგავსი სიახლეები