მაკკალისტერი: არჩევნები გადამწყვეტი იქნება კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებაში
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკკალისტერი ამერიკის ხმასთან (VOA) ინტერვიუში განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებისთვის:
"საქართველოში მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში, ისევე როგორც იმის განსაზღვრაში, შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას. ასე რომ, სასწორზე ბევრი რამ დევს. მჯერა, რომ საქართველს ჯერ კიდევ აქვს დემოკრატიული მომავალის შანსი".