მაკკონელმა აშშ-ის მთავრობას მოუწოდა უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად მიაწოდოს

აშშ-ის სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა დააჩქაროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.

სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ "შესაბამისი ტემპით უნდა დაიწყოს მოძრაობა," რათა უკრაინას მიაწოდოს "ლეტალური ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა ონის დასასრულებლად."

"ჩვენი მხრივ, როდესაც ვმუშაობთ საერთო თავდაცვის უზრუნველსაყოფად, სენატმა უნდა ჩადოს ინვესტიცია თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინისთვის, ასევე ჩვენი ძალების შეიარაღება რუსეთისა და ჩინეთის შემდგომი საფრთხეების შესაჩერებლად," - განაცხადა მაკკონელმა.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაუწყვეტელობა და უმოქმედობა ბრძოლის ველზე შეიარაღების დაგვიანებით მისვლას იწვევს.

სენატორმა ასევე მიანიშნა უკრაინისთვის შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტების მიწოდების აუცილებლობაზე და თქვა, რომ "შორ დისტანციაზე დარტყმები უკრაინას დაეხმარება რუსი ოკუპანტები აიძულოს უკან დაიხიონ, რაც ჩვენმა მეგობრებმა უკვე აჩვენეს ბრიტანული Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტების წარმატებით გამოყენებით."

უკრაინის ელჩი შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვა იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარის "ძალიან აქტიური მუშაობის" შემდეგ, კიევი აშშ-სგან შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებს მაინც მიიღებს.

მანამდე გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან (CDU), როდერიხ კიზევეტერმა მთავრობას მოუწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებების კრიტიკის ნაცვლად, მას მეტი იარაღის მიაწოდოს.

მსგავსი სიახლეები