მაკრონი: ჩინეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში

ჩინეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უკრაინაში "მშვიდობისკენ მიმავალი გზის" ძიებაში. ამის შესახებ 5 აპრილს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პეკინში განაცხადა.

მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი შეეცდება უკრაინაში "მშვიდობისა და სტაბილურობისთვის პასუხისმგებლობის სფეროში" ჩინეთთან ერთად იმუშაოს.

"ჩინეთს, რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო დღეებში, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს [უკრაინაში მშვიდობისთვის]", - თქვა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა პეკინის გაცხადებული წინააღმდეგობა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და ასევე მისი სამშვიდობო ინიციატივა.

მაკრონი ჩინეთში დღეს ჩავიდა, მისი ვიზიტი 7 აპრილამდე გაგრძელდება. ის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს შეხვდება. AFP-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერთან მოლაპარაკებების დროს მაკრონი "მტკიცედ" დაუჭერს მხარს უკრაინის პოზიციას და ჩინეთის ლიდერს სთხოვს მხარი არ დაუჭიროს რუსეთის აგრესიას.

კონტექსტი

მაკრონმა ჩინეთში ვიზიტი თებერვალში დააანონსა. მან პეკინს მოუწოდა დასავლეთს აგრესიის შესაჩერებლად "რუსეთზე ზეწოლაში" და "მშვიდობის დამყარებაში" დაეხმაროს.

პეკინში ვიზიტამდე მაკრონს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. ორივე ლიდერმა გამოთქვა ერთობლივი მზადყოფნა, ჩინეთი სამშვიდობო პროცესში ჩაერთოს, რათა დაჩქარდეს უკრაინაში ომის დასრულება.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან ჩინეთი ცდილობს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, მაგრამ პირდაპირ არ გმობს მოსკოვის ქმედებებს.

მსგავსი სიახლეები