მაკრონი: გეოპოლიტიკურად რუსეთი უკვე დამარცხდა
რუსეთი უკრაინასთან ომში გეოპოლიტიკურად დამარცხდა და ჩინეთთან ვასალიზაციაში შესვლა დაიწყო. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა L'Opinion-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 14 მაისს გამოქვეყნდა.
მან ეს დასკვნა მოსკოვისა და პეკინის ამჟამინდელი ურთიერთობის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების გათვალისწინებით გააკეთა.
მაკრონის თქმით, არანაირ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე" არ შეიძლება იყოს საუბარი, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდის გარდა, რუსეთმა დაკარგა ბალტიისპირეთი, რადგან მისმა ქმედებებმა დააჩქარა შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესვლა.
საპრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ორი წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ეს უკვე გეოპოლიტიკური მარცხია.
მაკრონი დარწმუნებულია, რომ რუსეთი სამხედრო გზით ვერ გაიმარჯვებს.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა სრულად უნდა ფარავდეს უკრაინას, მაგრამ ამისთვის კიდევ ბევრი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.