მაკრონი: რუსეთმა არ და ვერ უნდა გამარჯვოს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმართება, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესია წარმატებით არ უნდა დასრულდეს.
"რუსეთმა არ და ვერ უნდა მოახერხოს გამარჯვება, მათი აგრესია წარუმატებელი უნდა გამოდგეს, რადგანაც იმ შემთხვევაში, თუკი გაუფასურდება ძალის უკანონო გამოყენება, ევროპის უსაფრთხოება და ზოგადად, მსოფლიო სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება,"- განაცხადა ემანუელ მაკრონმა, საკუთარი მიმართვის დროს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინის წარუმატებლობას ბრძოლის ხაზზე, ხოლო სამაგიეროდ უკრაინის მხარდაჭერას, როგორც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით, ასევე რუსეთის პირისპირ, სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით.
"რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა, უკრაინაში მიმდინარე ომის დამღუპველ შედეგებზე,"- აღნიშნმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც უკრაინის მხარდაჭერა გამარჯვებამდე იქნება საჭირო.
ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების საკითხი ვერ განიხილება რუსეთის გარეშე, თუმცა ამისთვის "გააზრებული და ცხადი გზის არჩევა იქნება საჭირო, თვითკმაყოფილების გარეშე."