მაკრონის მამა: ჩემი შვილის მიერ გაკეთებული საქმეების 90% მომწონს

ჟან-მიშელ მაკრონმა უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით, საკუთარი შვილის მიერ განხორციელებული ქმედებები პოზიტიურად შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ Le Figaro ავრცელებს.

"ევროპაში არ მოიძებნება ბევრი სხვა ქვეყნის ხელმძღვანელი, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მან [ემანუელ მაკრონი]." 

საგარეო პოლიტიკის მსგავსად, საფრანგეთის პრეზიდენტის მამამ დადებითად შეაფასა ემანუელ მაკრონის პოლიტიკა კორონავირუსის წინააღმდეგ.

მისი თქმით, იგი მხარს უჭერს იმ გადაწყვეტილებების 90%-ს, რომელიც მისმა შვილმა პრეზიდენტობის დროს მიიღო, თუმცა დააზუსტა, რომ "100%-იანი თანხმობა არასდროს ჰქონია." 

 

 

მსგავსი სიახლეები