მაკრონმა აბასს მოუწოდა ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმა დაგმოს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ესაუბრა.
მაკრონმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ებრაელი ახალმოსახლეების ძალადობა დაგმო.
მან ასევე აღნიშნა, რომ "პალესტინის ხელისუფლებამ და რეგიონის ყველა ქვეყანამ ცალსახად და უდიდესი სიმტკიცით უნდა დაგმოს 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტული თავდასხმა."
ნეთანიაჰუმ არაერთხელ განაცხადა, რომ აბასის მთავრობა ჰამასის სისასტიკეს არ გმობს და არ შეიძლება მათ ღაზა მართონ.
მაკრონი ისრაელის პრემიერსაც ესაუბრა. მან ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ღაზაში "ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება."
მაკრონმა ნეთანიაჰუს "ტერორისტების მოსახლეობისგან განსხვავების აბსოლუტური აუცილებლობა" და "ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალი დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ზავის მიღწევის მნიშვნელობა" შეახსენა.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე "დიდი შეშფოთება გამოთქვა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობის ესკალაციის გამო."