მალიარი: დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების 80%-ზე მეტი სამსახურს უბრუნდება
სამხედრო ექიმების ძალისხმევით, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების 80%-ზე მეტი ბრუნდება სამსახურში, რაც ძალიან კარგ მიღწევად ითვლება, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა.
"ჩვენი სამხედრო ექიმებიც ფრონტზე არიან, ისინი ფაქტობრივად პასუხისმგებელნი არიან ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უკრაინული სამხედრო მედიცინის უზარმაზარი გამარჯვება, დაჭრილთა ძალიან მაღალი პროცენტი ისევ ბრუნდება სამსახურში - 80% -ზე მეტი. საუბარია სამხედრო მედიცინის დონეზე, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარისხზე", - განაცხადა მალიარმა.
უკრაინის არმიის შეიარაღებით უზრუნველყოფაზე საუბრისას მან თქვა, რომ ახლა ყველა სახელმწიფო პროცესი მაღალ დონეზეა ორგანიზებული და არის შესაძლებლობა შეიარაღებულ ძალებს მიაწოდონ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ.
"ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ ვარხერხებთ, არის მძიმე იარაღის მიღება, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებისგან ველით. სხვა ყველაფერი დღეს ორგანიზებულია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან მადლობა გადაუხადა მოხალისეებს და უკრაინის ყველა მოქალაქეს ადამიანური მონაწილეობისთვის, სამხედროებისადმი მადლიერებისა და ყურადღებისთვის.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 15 აპრილის მდგომარეობით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 2500-3000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და დაახლოებით 10 000 დაიჭრა.