მარიუპოლის მერის მრჩეველი: ქალაქში კადიროველთა დიდი ჯგუფი შევიდა
27 მაისს მარიუპოლში კადიროველთა დიდი ჯგუფი შევიდა. ამის შესახებ 17 მაისს Telegram-ზე მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
"მარიუპოლი. ყველაფერი ერთად. წუხელ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კადიროველთა დიდი ჯგუფი შევიდა მარიუპოლში. დღეს მარიუპოლის პორტში ლითონის ჩატვირთვის რეალური მცდელობები განახლდა." - დაწერა ანდრიუშჩენკომ. - "ეს იმაზე მიუთითებს, რომ ოკუპანტებმა მარიუპოლი კადიროველებს ძარცვისთვის მისცეს და "აღდგენა" არ იქნება. მხოლოდ ძარცვა და ტერორი".
ანდრიუშჩენკომ 28 მაისს Telegram-ზე აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა დაიწყეს ლითონის პროდუქტების ჩატვირთვა მარიუპოლის პორტიდან.
მარიუპოლის მერის მრჩეველმა მიმართა მედიას ტვირთის მიმღების და გემების მარშრუტის დადგენაში დაეხმაროთ.