მარიუპოლის საკრებულოს დეპუტატი: 11 მაისს აზოვსტალზე მძლავრი ქიმიური შეტევა მზადდება

11 მაისს რუსი დამპყრობლები დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავენ.

ამის შესახებ 9 მაისს ქალაქის წყაროებზე დაყრდნობით მარიუპოლის საკრებულოს დეპუტატმა, ალექსანდრ ლაშინმა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ახლა გავიგე (მარიუპოლელები დამიკავშირდნენ), რომ 11-ში დიდი ქიმიური შეტევა მზადდება აზოვსტალზე. მარიუპოლში ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ხვალიდან არ გამოვიდნენ ქუჩებში, რადგან უნდათ ჩვენი ბიჭების - ჩვენი გმირების - აზოვსტალიდან გამოძევება. ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ და უკვე სურთ გამოიყენონ ისეთი გენოციდური რამ, როგორიცაა ქიმიური იარაღი, ძალიან ძლიერი“, - განაცხადა ლაშინმა.

მან მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, გაეროს და წითელ ჯვარს, აღკვეთონ მარიუპოლში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება.

"ჩვენი უკრაინელები არიან იქ. მარიუპოლი ყოველთვის იყო, არის და იქნება უკრაინული ქალაქი", - განაცხადა ლაშინმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ 25 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია ისევ გეგმავს აზოვსტალში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

მსგავსი სიახლეები