მარტში აშშ-ში 916 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა
მარტში შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა ვაქცინაციის დაჩქარებული ტემპისა და ეკონომიკური აქტივობის აღდგენის მნიშვნელობას წარმოაჩენს. ამერიკელი ეკონომისტების პროგნოზით, მარტში 600 000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდებოდნენ, თუმცა შრომის ბაზარზე ვითარება გაცილებით უფრო ოპტიმისტურია.
ეკონომისტების მოლოდინებს გადააჭარბა თებერვლის მაჩვენებლებმაც, რომლის მიხედვითაც აშშ-ში 379 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მოსალოდნელია, რომ პოტიური დინამიკა ახალი ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ ეკონომიკის სტიმულირების გეგმას უკავშირდება, რომლის მოცულობამაც 1.9 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
ყველაზე მეტი 280 000 სამუშაო ადგილი მასპინძლობისა და დასვენების სექტორში შეიქმნა, თუმცა საგრძნობი მატება შეინიშნება დამმუშავებელი წარმოებასა და ინდუსტრიულ სექტორშიც. უმაღლესი განათლების არ მქონე მოსახლეობის ნაწილში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.1%-დან 8.2%-მდე შემცირდა.
უმუშევრობა შემცირდა ყველა ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში გარდა აზიური წარმომავლობის ამერიკელებისა. 2020 წლის მიწურულს დასაქმების დინამიკა შემცირდა, თუმცა დაჩქარებული ვაქცინაციის ფონზე მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დადებითი დინამიკა შენარჩუნდება და უმუშევრობის ჯამური მაჩვენებელი 3-4%-ის ფარგლებში იქნება.