მედვედევი: 2008 წელმა გვაჩვენა, რომ დასავლეთის ზეწოლა რუსეთზე დროებითია და გაივლის

 

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა რუსეთის მიერ დონეცკის და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკების" აღიარება 2008 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლად ცნობას შეადარა

მედვედევის განცხადებით, 2008 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას გაზრდის, თუმცა, დროთა განმავლობაში, რუსეთი ამ წნეხს გადალახავს.

„დღევანდელი დღისგან განსხვავებით, 2008-ში არ ვიცოდით, როგორი იქნებოდა დასავლეთის რეაქცია... თუმცა, დღეს გვესმის, რომ [რუსეთზე] წნეხი იქნება უზომო, მაგრამ ასევე ვიცით, როგორ აღვუდგეთ წინ ამ ზეწოლას.

ამ გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ გაგვიჭირდება, თუმცა რაღაც დროის შემდეგ, სიტუაციის ეფექტიანად მართვის შემთხვევაში...ეს დაძაბულობა [დასავლეთს და რუსეთს შორის] გაივლის - არა უცებ, მყისიერად...მაგრამ ამ ვითარებით დასავლეთში დაიღლებიან და თვითონ გვთხოვენ სტრატეგიული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას“.

დმიტრი მედვედევი ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები