მედვედევმა განაცხადების გამო, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრო რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი მოლდოვასთან დაკავშირებით, რუსეთის ოფიციალური პირების მიუღებელი განცხადებების გამო დაიბარა.
ამის შესახებ პარასკევს, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
"საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტრო კომენტარს არ გააკეთებს რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების აბსოლუტურად მიუღებელ ენაზე, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის ფედერაციის ელჩს მოლდოვაში, ოლეგ ვასნეცოვს სამინისტროში დავიბარებთ, რათა გააკეთოს განმარტებები ჩვენ ქვეყნაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით", - აღნიშნეს უწყებაში.
პარასკევს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩანის განცხადებაზე, აღნიშნა, რომ "ასეთი ქვეყანა აღარ არსებობს", რადგან "ის რუმინეთს მიყიდეს."
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, მედვედევის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ის ხედავს "რუმინეთის მიერ შთანთქმისკენ სწრაფვას" და "საკუთარი სუვერენიტეტის მიზანმიმართულ შეზღუდვას."
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა რეჩანმა გამოაცხადა რუსების "შავი სია", რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. მასში შედიოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბიზნესმენი იგორ ჩაიკა და მომღერალი ფილიპ კირკოროვი.
სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სია შეიძლება საჯარო გახდეს.