მენი პაკიაო ფილიპინების პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
ცნობილმა მოკრივემ მენი პაკიაომ კვირას განაცხადა, რომ ის ფილიპინების პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
პაკიაო კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს პარტიის ერთ-ერთმა ფრაქციამ წარადგინა.
"მე ვარ მებრძოლი და ყოველთვის ვიბრძოლებ რინგზე და რინგის გარეთ," - განაცხადა პაკაიომ, რომელიც ახლა სენატორია.
ასევე პარტიამ განაცხადა, რომ ქვეყნის შემდეგი ვიცე-პრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე იქნება. ფილიპინების კონსტიტუციის თანახმად, დუტერტე პრეზიდენტად კენჭს ვერ იყრის, მაგრამ შეუძლია ვიცე-პრეზიდენტი გახდეს.
მიუხედავად მისი პერსონალური პოპულარობისა, გამოკითხვებით პაკიაო საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ლიდერი არ არის.
პაკიაო პრეზიდენტ დუტერტეს ახლო მოკავშირე იყო, თუმცა შემდგომში მის მთავარ კრიტიკოსად იქცა ჩინეთთან ახლო ურთიერთობების და კორუფციასთან არაეფექტურად ბრძოლის გამო.
პაკიაო ევანგელისტური ქრისტიანობის მიმდევარი კონსერვატორი პოლიტიკოსია.