მერცი: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და იყოს თავისუფალი ბლოკების არჩევანში

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თქმით, მარტში გასამართ გენერალურ არჩევნებზე მისი გამარჯვების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომის სამართლიანი დასასრული მის სტრატეგიულ მიზნებს შორის იქნება. 

ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა 23 იანვარს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

ამავე სიტყვაში გერმანიის კანცლერობის მთავარმა კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. 

უშუალოდ ომზე საუბრისას მერცმა თქვა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და იყოს თავისუფალი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების არჩევანში. 

"გამარჯვება ნიშნავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დემოკრატიული მთავრობით, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო სუვერენიტეტს",- განაცხადა მერცმა. 

ამასთანავე მერცმა უკომენტაროდ დატოვა უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი პაკეტის საკითხი, რომლის ირგვლივაც გერმანიის პოლიტიკურ წრეებში დისკუსია ამ დრომდე გრძელდება. 

შოლცის მსგავსად ფრიდრიხ მერციც ამბობდა, რომ გერმანია არ უნდა გახდეს მიმდინარე კონფლიქტის მხარე.

ქრისტიან დემოკრატიული პარტია ამ დროისთვის წინასაარჩევნო კვლევების გამოკვეთილი ლიდერია, პარტიას სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების ყველაზე მაღალი შანსი აქვს. 

უკრაინის დახმარების გაგრძელება ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაშიც შევიდა. 

 

მსგავსი სიახლეები