მიშელი: ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ტვიტერტზე ევროკომისიის პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.
გარდა ამის მიშელის თქმით, ევროკომისიამ მიაღწია შეთანხმებას გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
"ის იმედია მკაფიო სიგნალია ამ ხალხებისა და მთლიანი კონტინენტისთვის",- წერს მიშელი.
კონტექსტი
საქართველომ მიმდინარე წლის ნოემბერში ევროსაბჭოსგან დადებითი რეკომენდაცია გარკვეული დათქმებით მიიღო. ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით საბჭომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.
ევროკავშირის მიმდინარე სამიტის მთავარი თემა სწორედ უკრაინის საკითხი იყო - უნგრეთის ლიდერი, ვიქტორ ორბანი ირწმუნებოდა, რომ მხარს არ დაუჭერდა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებასა და 50 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას.
ორბანის პოზიციის შერბილების მიზნით, 13 დეკემბერს კომისიამ უნგრეთს წვდომა გაუხსნა მანამდე დაბლოკილ 10 მილიარდ ევროზე.