მიშელი: უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შევთანხმდით

ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო უკრაინის გრძელვადიანი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმდნენ, რომლის მოცულობაც 50 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ამის შესახებ სოციალური ქსელის X-ის ანგარიშზე ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წერს. 

"ევროკავშირი საკუთარ თავზე იღებს ლიდერობას და პასუხისმგებლობას უკრაინის დახმარების საქმეში. ჩვენ ვიცით რა დევს ფსონად",- წერს მიშელი. 

კონტექსტი

უკრაინის დახმარების შესახებ გამართულ კენჭისყრას წინ უძღოდა კონსულტაციები უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანთან, რომელის გადაწყვეტილების მთავარი მოწინააღმდეგე იყო და მისი დაბლოკვით იმუქრებოდა. საყურადღებოა, რომ ორბანი თავადაც ესწრებოდა კენჭისყრას. 

 

მსგავსი სიახლეები