მოლდოვაში 4 პრორუსული, მემარცხენე პარტია მაია სანდუს წინააღმდეგ გაერთიანდა

მოლდოვაში ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას გეგმავენ.

State Of Play: სოციალისტური პარტიის, კომუნისტური პარტიის, პარტია "მოლდოვის გულის" და პარტია "მოლდოვის მომავლის" ლიდერებმა 28 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შესახებ გამოაცხადეს.

  • ერთობლივი განცხადება ბრიფინგზე იგორ დოდონმა, ვლადიმერ ვორონინმა, ირინა ვლაჰმა და ვასილე ტარლევმა 22 ივლისს გააკეთეს.
  • "დღეს ახდება სურვილი, რომელსაც ბევრი ამ წლების განმავლობაში ელოდა - მემარცხენე და მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია. ჩვენი გულწრფელი მიზანია პატრიოტული ბლოკის შექმნა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ლიდერები, გამოვიჩენთ პოლიტიკურ სიმწიფეს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს პარტიულ ამბიციებზე მაღლა დავაყენებთ,"- თქვა სოციალისტური პარტიის ლიდერიმა და ქვეყნის პრორუსმა ექსპრეზიდენტმა იგორ დოდონმა.

Big Picture: პარტია "მოლდოვის გულის" თავმჯდომარემ, ირინა ვლაჰმა, თავის მხრივ, მკვეთრად გააკრიტიკა მოქმედი მთავრობა და განაცხადა, რომ მომავალ პარლამენტში ამ ბლოკის წევრები PAS-თან (მაია სანდუს პარტია - რედ.) კოალიციაში არ შევლენ.

  • "PAS-ის ხელისუფლებიდან ჩამოშორება მომავალი არჩევნების მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუმცა, ჩვენი ბლოკის მისია ამით არ მთავრდება. ჩვენ პარლამენტში მივდივართ, რათა ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა ავიღოთ. საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბება, ახალი მთავრობის დამტკიცება, რომელიც შეაჩერებს ნგრევას და აღადგენს მოლდოვას - ეს არის ის, რასაც მოლდოველი ხალხი ჩვენგან ელის," - აღნიშნა მან.
  • საარჩევნო ბლოკის სახელი და დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ჯერ არ დასახელებულა.

Context: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოლდოვაში ხელისულების ყველა შტოს მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია" (PAS) აკონტროლებს.  

მსგავსი სიახლეები