მოლდოვის პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია დაამტკიცა
მოლდოვის პარლამენტმა, 2011 წლის შემდეგ პირველად, პარასკევს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია დაამტკიცა.
ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს.
მოლდოვის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ ინიცირებული დოკუმენტი მიზნად ისახავს "სახელმწიფოს შესაძლებლობების პრევენციისა და წინააღმდეგობის გაწევის ეროვნული უსაფრთხოების რისკების რეალიზაციას, ასევე ევროინტეგრაციისა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესის უზრუნველყოფას."
უსაფრთხოების მიზნებს შორის არის მოლდოვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის და ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა; ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, რომელსაც პატივს სცემენ და ევროკავშირში გაწევრიანება, სადაც მშვიდობა გარანტირებულია.
მოლდოვის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ძალაში ექვსი წლის განმავლობაში იქნება და ამ სფეროში სხვა ინიციატივების საფუძველი გახდება.
პრეზიდენტი მაია სანდუ შაბათს მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ეს არის "დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად".
"დოკუმენტი განსაზღვრავს მთავარ საფრთხეებს და გვთავაზობს გადაწყვეტებს მათ ეფექტურად დასაძლევად. დღეს ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის: რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის და მთლიანად მსოფლიოს წინააღმდეგ, ასევე მოლდოვაში ფესვგადგმული კორუფცია." - ციტირებს მას პრესსამსახური.
2023 წელს მოლდოვის თავდაცვის ხარჯები თითქმის 70%-ით გაიზარდა და თანხები ძირითადად საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად დაიხარჯა.